logo
ENG



"შანტაჟი მამის თავისუფლებით" - ვატო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ჩანიშვნაზე

23 ივნ 202112:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/23/qoc0qkbhd6nk7j8.png

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს სხდომის 2 ივლისს ჩანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პირდაპირი შანტაჟია დამოუკიდებელი მედიის მფლობელზე.

ვატო წერეთელი სასამართლო სხდომის ჩანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ მამის თავისუფლებით აშანტაჟებენ.

ის Facebook-ში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

შანტაჟი მამის თავისუფლებით - ახალი სერია დაიწყეს!"

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ საქმის გააქტიურება, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდსა და ტვ პირველის კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, ავთანდილ წერეთელი საქმეში უნდა გამართლდეს.

„აგერ კარს მომდგარია ლამის არჩევნები. ბატონი ავთოს შვილი არის იმ ტელევიზიის დამფუძნებელი, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკულ პოზიციას იჭერს სხვადასხვა საკითხებზე, შესაბამისად, ასეთი ფიქრის საფუძველი მათ აქვთ. მოლოდინი არის ის, რომ მის ქმედებაში არავითარ ფულის გათეთრებასთან კავშირი არაა და გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად უნდა დადგეს", - ამბობს ადვოკატი.

 

 

ბიზნესმენი ავთო წერეთელი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებს ფულის გათეთრების შესახებ. 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.

ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

წერეთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

2020 წლის თებერვალში ავთო წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მკურნალობა დასჭირდა.


close დახურვა